შპს „ეკო ბოჰემიამ“ ექსპორტის ფარგლები გაადიდა და ამჯერად ბრაზილიის მიმართულებით დაიწყო ქართული წარმოების, ინოვაციური და მრავალფუნქციური საიზოლაციო მასალის „თერმოჰაბ ეკონომის“ გატანა.
კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე და ცდილობს მაღალი ხარისხის პროდუქციით თავი დაიმკვიდროს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

2
3

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, ასევე მიკრობიოლოგიური ლაბორატორიითა და მაღალკვალიფიცური კადრებით რაც ნიშნავს, რომ პროდუქცია მზადდება ევროსტანდარტების შესაბამისად.
2019 წლიდან კომპანია ზრუნავს აწარმოოს სტაბილურად მაღალხარისხოვანი პროდუქცია, განავითაროს ტექნოლოგიები და შექმნას ახალი პროდუქტი, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება მომხმარებლის საჭიროებებზე.

შპს „ეკო ბოჰემია”-სთვის პრიორიტეტულია მომხმარებლებთან ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.