შპს „ეკო ბოჰემია“ საწარმო „ბერტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, რამდენიმე საწარმოო, სასაწყობე და დამხმარე ფართი.

საწარმოს აქვს საკუთარი ავტონომიური ჭაბურღილი, მილსადენი, წყლის ავზები, ავტონომიური ელექტრო გადამცემი ხაზი სამი ტრანსფორმატორით. ასევე, სამი დამოუკიდებელი შესასვლელი გზა, რაც ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა. საწარმო, გარდა ძირითადი საქმიანობისა, ჩართულია პლასტმასის ნაწარმის, კერძოდ, პეტ ბოთლების წარმოების პროცესში. კომპანიაში დასაქმებულები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.

შპს ,,ეკო ბოჰემია“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინოვაციური მშრალი სამშენებლო და საიზოლაციო მასალის “თერმოჰაბ ეკონომის“ წარმოება.
საწარმოს გააჩნია ISO სერტიფიკატები, რომლებიცაა : 9001:2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა),  45001:2018 (შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა  და 14001:2015 (გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი). კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც, ლუგარის, ასევე საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიებთან.

გარდა ამისა, გვაქვს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, უმაღლესი ხარისხის დანადგარები, შესაბამისად, საწარმოში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ნედლეულის შემოწმება ხარისხის უმაღლესი დაცვით, პროდუქციის მუდმივი კონტროლი და ახალ პროდუქტებზე მუშაობა.

ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია დამზადებულია პერლიტის ბაზაზე. პერლიტი ვულკანური წარმოშობის მინაა, რომელიც პირველად ფორმაში ვულკანური ქანის სახით გხვდება. მზა პროდუქციის მისაღებად საჭიროა გადამამუშავებელი პროცესების ჩატარება. დამუშავება, აფუება და სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა დანამატის შერევა. ამისთვის ვიყენებთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს , რომელთაც გააჩნია ტემპერატურის რეგულაციისა და გადარევის უნარი , რაც სრულიად პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.

Play Video
წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პროდუქტი როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზეც გვხვდება. აქტიურად გადის ექსპორტზე სხვა და სხვა მიმართულებით. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეკოლგიურად სუფთა მასალის პოპულარიზაცია და თანამშრომლობა როგორც ადგილობრივ,  ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო კომპანიებთან.

საწარმო სტრატეგია

ორიენტირებულია მომხმარებლების მოთხოვნების შესრულებაზე, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფასა და ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადგენილი მოთხოვნების მკაცრი დაცვის გზით მიიღწევა.

მიზანი

ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება და კონკურენტუნარიანი მწარმოებლის სტატუსის მოპოვებაა, რაც, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით და მომსახურების დონით განისაზღვრება.


ISO სერთიფიკატები