პერლიტის მოპოვების პროცესი კომპანიის საკუთრებაში არსებულ კარიერზე
https://youtube.com/shorts/eYdpjkJU708
https://youtube.com/shorts/eYdpjkJU708
ქართული წარმოების, ინოვაციური, მრავალფუნქციური სამშენებლო და საიზოლაციო მასალის ,,თერმოჰაბ ეკონომი“-ს შეძენა ახლა უკვე “დომინო”-შიც შეგიძლიათ. ჩვენი მისიაა ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შენობის ექსპლუატაციის ან რემონტის შემდგომ ხარჯებს.
შპს ,,ეკო ბოჰემია“ ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (კერძოდ პერლიტის) მოპოვების ლიცენზიას. საბადო მდებარეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მეტრ სიმაღლეზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარავნის (როდიონოვკა) ტერიტორიაზე. მისი ფართობი შეადგენს 26,25 ჰექტარს, მოსაპოვებელი რესურსის დიდი მარაგით. აღსანიშნავია, კარიერზე მოპოვებული პერლიტი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. კომპანიის მფლობელობაშია საწარმო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებული…
შპს „ეკო ბოჰემიამ“ ექსპორტის ფარგლები გაადიდა და ამჯერად ბრაზილიის მიმართულებით დაიწყო ქართული წარმოების, ინოვაციური და მრავალფუნქციური საიზოლაციო მასალის „თერმოჰაბ ეკონომის“ გატანა.
სიხარულით გვინდა გაცნობოთ რომ ქართული წარმოების, ინოვაციური, მრავალფუნქციური სამშენებლო და საიზოლაციო მასალის ,,თერმოჰაბ ეკონომის“ შეძენა ახლა უკვე გორგია – Gorgia-შიც შეგიძლიათ.
ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია განთავსებულია მხოლოდ “გორგიას” წერეთლის ქ. N140-ში მდებარე ფილიალში.
ჩვენი მისიაა ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შენობის ექსპლუატაციის ან რემონტის შემდგომ ხარჯებს.
შპს „ეკო ბოჰემიამ“ ექსპორტის ფარგლები გაადიდა და ამჯერად ბრაზილიის მიმართულებით დაიწყო ქართული წარმოების, ინოვაციური და მრავალფუნქციური საიზოლაციო მასალის „თერმოჰაბ ეკონომის“ გატანა.
საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები იმართება. ეკო ბოჰემიამ უმასპინძლა 20-ზე მეტ წამყვან ჩეხურ კომპანიას, გააცნო პროდუქტი, ტექნოლოგიები და სამომავლო გეგმები. ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარება, ასევე ღირებულია თითოეული პარტნიორი და გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ ბიზნეს კავშირები.
მადლობას ვუხდით თოთოეულ მათგანს საინტერესო შეხვედრისთვის.
“ეკო ბოჰემიას” საწარმოში გაიმართა საინტერსო შეხვედრა „საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ მონაწილეობით. მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტერიტორია, დაესწრნენ საწარმოო პროცესს, გაესაუბრნენ მომუშავე პერსონალს . წარმოდგენილი იქნა ინოვაციური პროდუქტის ,,თერმოჰაბ ეკონომის“ პრეზენტაცია, სადაც მასპინძელმა მხარემ დამსწრეებს გააცნო პროდუქტის სპეციფიკაცია და გამოყენების პირობები-ინსრუქტაჟი. შედეგად დაიგეგმა “საქართველოს არქიტექტორთა კავშირის” შენობის “ეკო ბოჰემიას” მიერ ნაწარმოები ბათქაშით გალესვა-მოპირკეთება.
აღნიშნული შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისთვის და სამშენებლო სფეროს განვითარებისთვის.