შპს ,,ეკო ბოჰემია“ ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (კერძოდ პერლიტის) მოპოვების ლიცენზიას. საბადო მდებარეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მეტრ სიმაღლეზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარავნის (როდიონოვკა) ტერიტორიაზე. მისი ფართობი შეადგენს 26,25 ჰექტარს, მოსაპოვებელი რესურსის დიდი მარაგით. აღსანიშნავია, კარიერზე მოპოვებული პერლიტი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.
კომპანიის მფლობელობაშია საწარმო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიებს. კომპანია ახორციელებს პერლიტის მოპოვებას და მის გადამუშავებას, რაც გულისხმობს დამსხვრევა–შრობა–ფრაქციონირება–შეფუთვის ოპერაციებს. მზა პროდუქციის მომხმარებლებისთვის მიწოდება ხდება ქარხნიდან როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარიერის საწარმოსთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 50 მეტრში, გადის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
![](https://termohub.ge/wp-content/uploads/2024/05/Carrier-image-2.png)