ქართული წარმოების, ინოვაციური, მრავალფუნქციური საიზოლაციო მასალის ,,თერმოჰაბ ეკონომი“-ს საექსპორტო ბაზარი უფრო და უფრო იზრდება. ამჯერად პროდუქციის ექსპორტი უზბეკეთის მიმართულებით განხორციელდა.
შპს “ეკო ბოჰემია” აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე და ცდილობს მაღალი ხარისხის პროდუქციით, რომელიც მზადდება ევროსტანდარტების შესაბამისად, თავი დაიმკვიდროს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მოგეხსენებათ, გასულ წელს წარმატებით განხორციელდა პროდუქციის ექსპორტი ბრაზილიაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული ურთიერთობების გაღრმავება და შემდგომი თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, კვლავ განვაგრძობთ განვითარებას, ვმუშაობთ სიხალეებზე და ვზრუნავთ და პროდუქციის მაღალი ხარისხის სტაბილურობაზე.